14:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 15:34:18, 550 ნახვა

საზოგადოება
ბელგიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში, გამოფენაზე HORECA EXPO ქართული ღვინის  წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის FLOW SRL ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, HORECA EXPO სასტუმრო, რესტორნების და კაფეების ინდუსტრის უდიდესი გამოფენაა.  

„გამოფენა ასევე მოიცავს ვორქშოფებს, კულინარიის კონკურსებს და სემინარებს. HORECA EXPO-ს ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება. ქართული ღვინო წარდგენილი იყო გამოფენის Chef’s Place ნაწილში, სადაც თავს იყრიან ტოპ-შეფები, სომელიეები, ბლოგერები და ჟურნალისტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სამი კომპანიის  10-მდე ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics