05:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 12:08:07, 1739 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებში უკრაინის წარმომადგენელიც იქნება

"მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განაცხადებაშია აღნიშნული.

პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას გამოიყენებს და უკრაინას საზღვარგარეთ ღირსეულად წარმოადგენს.

„მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, მიხეილი ჩამოაყალიბებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინას და მსოფლიოს შორის რეფორმების საკითხზე. იგი გამოიყენებს საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას და ღირსეულად წარმოგვადგენს ჩვენ საზღვარგარეთ. გზა, რომელიც ჩვენ ღირსების რევოლუციით ავირჩიეთ გასულ წელს, უკვე დასრულებულია და დამოწმებული ჩვენი მეზობლების მიერ. ისინი მზად არიან, თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ. ბოლო დრომდე მიხეილი, ფაქტობრივად, იყო ჩვენი უანგარო კონსულტანტი უკრაინის რეფორმების საკითხში. ახლა, საბოლოოდ, იგი იღებს ოფიციალურ სტატუსს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა.

ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს.

დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილი რჩევებს მისცემს პრეზიდენტს რეფორმების გატარების საკითხში და ამასთან, მისი რჩევებით მოხდება პრეზიდენტის რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის რადას დასამტკიცებლად წარუდგენს.

პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics