2024-12-10 12:59:59, 605 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ახობაძე გუშინ, 9 დეკემბერს მშრალი შიმშილობიდან შიმშილობაზე ოჯახის წევრების თხოვნით გადავიდა და სითხის მიღებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, სამართალდამცავებმა მის დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება იმ დროს ჩაუდეს, როდესაც ახობაძე და მისი მეგობარი საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,