20:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 15:39:57, 2970 ნახვა

მსოფლიო
Reuters - სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო

სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ასადმა დამასკო დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.

Flightradar-ის ცნობით, სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან, დაახლოებით, იმავე დროს აფრინდა, როდესაც მეამბოხეებმა ქალაქი აიღეს.

ის თავდაპირველად სირიის სანაპირო რეგიონისკენ გაფრინდა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა, სანამ რუკიდან გაქრებოდა. ვინ იმყოფებოდა  ბორტზე - უცნობია.

იმავდროულად, სირიის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს მმართველობის უწყვეტობას და ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics