16:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 18:06:53, 349 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ისინი ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, არ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ ერთი გვამი სჭირდებათ - ეს მათი ხელწერაა

სიახლე არ არის, თუმცა, ძალიან ფრთხილად  უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რას ნიშნავს პარტია „ლელოსა“ და აქციის მონაწილეების ჩანაწერი, სადაც საუბარია მსხვერპლსა და ხანძრების მოწყობაზე“, კახა კალაძის თქმით, „მძიმეა ამის მოსმენა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას მშვიდობის შესანარჩუნებლად“.

„ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სიახლე არ არის, თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საზოგადოება. ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. პირდაპირ არ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ სჭირდებათ ერთი გვამი. ეს მათი ხელწერაა - ტელევიზიებში შევარდნა, ორი გვამის მოთხოვნა და ა.შ. ისინი ვერ შეიცვლებიან, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. თუკი რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფრის მკადრებლები არიან. ფართო საზოგადოება ხედავს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავთ როგორ საუბრობენ რაღაცების დაწვაზე. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე, იცავენ მშვიდობას. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე ნარჩუნდება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“,- აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics