02:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 10:49:09, 568 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე მზადაა, პარლამენტში მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახი კალაძე მზადაა, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და  პარლამენტში მივიდეს.

კალაძის თქმით, მზადაა, ნებისმიერ ფორმატში ყველა კითხვას პასუხი გასცეს:

"არანაირი პრობლემა არ არის. როგორც კი დრო გამოინახება თავისუფალი, უპრობლემოდ მზად ვარ,  ნებისმიერ კითხვებს გავცე პასუხი. კომიტეტზე იქნება ალბათ განხილვა. ზოგადად გავაცნობთ ენერგეტიკაში მიდმინარე პროცესებს. რა პროექტები განვახორციელეთ, რას ვგეგმავთ და ყველა კითხვაზე  ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იქნება შესაბამისი პასუხები გაცემული",-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კახა კალაძეს პარლამენტში მისვლა სთხოვეს. უმცირესობაში აცხადებენ, რომ კალაძე  ვალდებულია, გაზმპრომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics