2024-11-28 22:10:14, 423 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები, რომლებიც პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მივლენ და იქ მყოფ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მოქალაქეებს პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,