06:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 15:05:51, 293 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩემი ფიქრი ახლაც ხალხის ინტერესების მსახურებისკენ იქნება მიმართული

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო “ქართული ოცნების“ გამოცდილ და მრავალ ბრძოლა-გადახდილ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემს წარდგენაში გამოიხატა და პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები 2012 წელს მიღწეულ შედეგს არ ჩამოუვარდებოდა.

“მე ვახსენე ბრძოლა და პირველ რიგში მსურს აღვნიშნო ის მართლაც უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ამ არჩევნებზე შევედით და სახელოვნად გავიმარჯვეთ. თავისი სიმძაფრით, დრამატულობით თუ ამომრჩევლის აქტიურობით, 2024 წლის არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა 2012 წელს მიღწეულ შედეგს. გარკვეული ასპექტით კი ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანიც გამოდგა.

დასრულებული პროცესის შემდეგ თანდათანობით ვაცნობიერებთ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას. გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ მყარ საძირკველს, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics