13:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 22:58:29, 478 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, რომ თავიანთი ვიზიტებით ოპოზიცია გაამაგრონ

ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით ოპოზიცია გაამაგრონ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში "აქტუალური თემა" ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული პირები "ასეთი ჩარევებით საზოგადოების ღირსებას შეეხნენ".

"მადლობა მათ, ისინი ჩამოდიოდნენ არჩევნებამდეც და ჩვენი ექსპერტები, რომლებიც კვლევების ანალიზში გვეხმარებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ ჩვენს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მათთვის კონტრპრდუქტიულად იმოქმედა. ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთი მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით.

ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთი ჩარევებით. რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს, ასეთი ვიზიტებით, ასეთი ჩარევებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფეირ კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ოპოზიციას.

რა თქმა უნდა, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე. ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, ამით გაამაგრონ ოპოზიცია, მეტი ხალხი შეკრიბონ, თუმცა ასეთი ვიზიტები და ჩარევები პირიქით, საპირისპირო ფუნქციას ასრულებს მათთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics