|
2024-11-14 15:41:57, 436 ნახვა
მსოფლიო
The Guardian - ირანი გეგმავს „სამკურნალო კლინიკის“ გახსნას ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ
ირანი აცხადებს, რომ აპირებს გახსნას "სამკურნალო კლინიკა" ქალებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ სავალდებულო კანონებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, "სამკურნალო კლინიკის" გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა თეირანის "სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის" შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰრი თალები დარესტანმა. დარესტანის განცხადებით, კლინიკა ქალებს შესთავაზებს "მეცნიერულ და ფსიქოლოგიურ მკურნალობას ჰიჯაბის მოცილებისთვის". ამ განცხადების გამო, უფლებადამცველი ჯგუფები და ირანელი ქალები აღშფოთებას გამოხატავენ.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ამბავი გავრცელდა "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" საპროტესტო ჯგუფებსა და სტუდენტ ქალებში, რამაც შიში და წინააღმდეგობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)