05:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 09:28:50, 505 ნახვა

მსოფლიო
ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან - გაცემულია 10 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება

ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, რის გამოც 10 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ლოს-ანჯელესიდან 40 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა, ძლიერმა ქარმა კი, ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.

როგორც კალიფორნიის გუბერნატორი აცხადებს, 3 500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს ამ დროისთვის საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ფედერალური დაფინანსება უკვე გამოყოფილია.

კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისა და წაქცეული ხეების გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამო, ვენტურას ოლქში 20-ზე მეტი სკოლაა დახურული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics