03:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 13:39:04, 397 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - არჩეულ პრეზიდენტს, ტრამპს ვულოცავ! - ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ისტორიული ალიანსი აკავშირებს

არჩეულ პრეზიდენტს, ტრამპს ვულოცავ! ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ისტორიული ალიანსი აკავშირებს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას.

"არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვულოცავ! ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ისტორიული ალიანსი აკავშირებს. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად თავის კურსს გააგრძელებს, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას დაიცავს",- წერს მიშელი.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, "რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics