21:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 20:05:11, 430 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - სულ მეკითხებიან, რა არის ოპოზიციის გეგმა - გეგმა ვართ ჩვენ

სულ მეკითხებიან, რა არის ოპოზიციის გეგმა - გეგმა ვართ ჩვენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისში დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

„სულ მეკითხებიან, რა არის ოპოზიციის გეგმა - გეგმა ვართ ჩვენ. ჩვენ გავიმარჯვეთ გაყალბების მიუხედავად. გავიმარჯვეთ თბილისში. და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მთელ საქართველოს მოედება. ჩვენ უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, თვალებში უნდა ჩავხედოთ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს და უნდა ვუთხრათ, რომ გამოდით, შემოგვიერთდით იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელის ზღვარზეა... გეგმა არის შემდეგი - გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება, ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მიავღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics