22:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 15:48:59, 297 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს რუკა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში იყო გამოტანილი, ვიდეოკამერამ სრულყოფილად ვერ აღიქვა. 

როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული. 

"რეალურად ეს იმის მანიშნებელია, რომ არაფერი დარჩენიათ. ჯერ იყო და არჩევნების შემდეგ იზეიმეს, საბოლოოდ რომ გაირკვა, რომ მათ წააგეს არჩევნები, გადავიდნენ სიცრუის და სიბინძურის კამპანიაზე, თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, თუმცა, როგორ და რანაირად, ამაზე არავინ საუბრობს. დღევანდელი ფაქტიც მოწმობს, რომ მათ არანაირი რესურსი და მტკიცებულება არ გააჩნიათ. 

ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო ამ პრეზენტაციაში, რომელიც, სხვათაშორის, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული. იქ ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა და გამოყოფილი იყო ის ტერიტორიები, სადაც არჩევნები ჩატარდა. იცით, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია და სხვათაშორის, მათი უგნური პოლიტიკის შედეგია ის, რაც ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს. ამ ადამიანებს უბრალოდ უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები, იმიტომ, რომ პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ მოღალატეობრივ ქმედებებში, რის შედეგადაც ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics