23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 20:07:08, 395 ნახვა

პოლიტიკა
მეზვრიშვილი - აქციებში მონაწილეობას მივიღებთ - ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაა

აქციებში მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაა,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" იქნება ყველგან, სადაც ხმების დაცვისთვის ყოფნაა საჭირო.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი პირველი ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, ჩვენ ბუნებრივია , შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც.

მე არა მგონია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და რაღაც იდეაფიქსი იყოს, ვიღაც სცენაზე იდგება პარტიიდან, თუ არ იდგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურ ამ პროცესს ვეხმარებით, სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვეხმარებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან  მტკიცებულებების მიწოდებით. გუშინ, მაგალითად, შეხვედრა იყო და ვიმყოფებოდი საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებული შეხვედრა იყო და ამ შეხვედრაშიც ჩვენი წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქციებშიც ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics