00:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 15:12:50, 457 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - დღეს იქნება ბრიფინგი და ყველაფერი გახდება ცნობილი - შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ

დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი მოწოდებები იქნება დაკმაყოფილებული,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, ოპოზიციური პარტიები კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებიან და დღეს საერთო ბრიფინგს გეგმავენ, სადაც სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებები.

"დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ ჩვენ 3 და შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით, იქნება სხვადასხვა მიმართულებით განცხადებები, სამივე პოზიცია და ტექსტი არის შეთანხმებული, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ერთი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს.

დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი მოწოდებები იქნება დაკმაყოფილებული. საზოგადოების მოწოდებები სისწრაფეზე არის ჯანსაღი, მაგრამ მინდა, რომ ყველამ გაიგოს და ჩვენ მდგომარეობაშიც შემოვიდეს, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების ფუფუნება და დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ",- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას დღეს, 31 ოქტომბერს 20:00 საათზე გააკეთებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics