00:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 13:54:51, 392 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა არჩევნებზე - დასავლელებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას პატივს ვცემთ

ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთი საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას იმედოვნებს.

"რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას",- განაცხადა მარია ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics