02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 20:36:32, 470 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი არჩევნებზე - დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს - ეს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, დამოუკიდებელი გამოძიება არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის.

"ამ ეტაპზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია არჩევნების ოფიციალური შედეგები. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ახალი მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული. საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს რამდენიმე დარღვევისა და პოტენციური საარჩევნო კანონის დარღვევის შესახებ არჩევნების დროს.

ამ ეტაპზე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ასევე, ჩვენ გავეცანით საქართველოს პროკურატურის განცხადებებს. საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება სიცხადე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ არჩევნების დროს. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics