|
2024-10-30 18:03:53, 541 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვალენსიის რეგიონში, სადაც წყალდიდობის გამო ქალაქები დაიტბორა, სულ მცირე, 62 ადამიანია დაღუპული. კასტილა ლა მანჩას ხელისუფლების ცნობით კი, რეგიონში ქარშიხალს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და პირობა დადო, რომ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს. "მათთვის, ვინც ამ წუთებში კვლავ ეძებს საყვარელ ადამიანებს, მთელი ესპანეთი ტირის თქვენთან ერთად“,- განაცხადა სანჩესმა. ოფიციალური პირების თქმით, ყველაზე მეტად დაზარალებულ საცხოვრებელ პუნქტებში სკოლები დახურულია და სხვა აუცილებელი სერვისების მიწოდება შეჩერებულია. სასწრაფო დახმარების სამსახურები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მგზავრობისგან თავი შეიკავონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)