12:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 11:45:37, 396 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს

მუნიციპალიტეტის  მერია თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შესაბამისი პროექტის მომზადება-განხორციელება მერის მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს დაავალა. 

მისი თქმით, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.

„თბილისის ზღვა, წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. სანაპიროზე ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება. შესაბამისად, ცურვისთვის დასაშვებ ზონებში, ზღვისუბნის დასახლების ტერიტორიაზე, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენს, არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე, სადაც ყველა საჭირო შენობა-ნაგებობა იქნება. როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, იმავე ფორმით და კონცეფციით უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და ეს ადგილი გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო დასვენებისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის“,- განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს პარკირებისა და სივრცის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც. 

„დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს სრულყოფილი განტვირთვის შესაძლებლობა ექნებათ“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics