02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 11:38:27, 349 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია დღეს გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

დღეს, 30 ოქტომბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი სტეფან დე კეერსმაიკერი ავრცელებს.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, გაფართოების ანგარიში გაფართოების პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შესახებ შეფასებებს მოიცავს.

ანგარიშს ოფიციალურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეი წარადგენენ.

პაკეტი გარდა ძირითადი დოკუმენტისა, ასევე შეიცავს ცალკეულ დეტალურ ანგარიშებს რეფორმების პროგრესის შესახებ თითოეულ კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics