03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 17:23:30, 400 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ვითხოვთ, რომ გაიხსნას ის მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატებში

ჩვენ ვითხოვთ, რომ გაიხსნას ის მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატებში,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნულ მოთხოვნაზე უარს ამბობენ.

„ჩატარდა ძალიან სერიოზული დაგეგმილი სპეცოპერაცია, სადაც ქართველ ხალხს მოპარეს არჩევანი. ჩვენ გვაქვს კონსულტაცია მუდმივი პრეზიდენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უამრავი მასალაა შეგროვებული. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაიხსნას ის მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატებში - ეს არის მნიშვნელოვანი, რაზეც ამბობენ უარს. სწორედ იქ აღმოჩნდება 1 000%-ით ადამიანების გვარ-სახელები და მონაცემები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში და სწორედ მათ მაგივრად მისცეს ხმა ე.წ. კარუსელში მონაწილე ადამიანებმა. დიახ, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ რაც ჩაიტვირთა იქ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს უფლება, რომ ვიცოდეთ ეს ბაზები იმიტომ, რომ მოხდა გაყალბება კი არა, უბრალოდ ძალიან დიდი სპეცოპერაცია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics