05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 20:16:55, 438 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ აპირებენ.

„გეტყვით ჩვენი გუნდის სახელით გადაწყვეტილებების შესახებ. 

1 - როგორც ჩვენ, ასევე თქვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად.

2 - არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და ყველა მანდატზე ვამბობთ უარს.

3 - ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე.

4 - ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.

ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას",- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics