15:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 17:10:31, 394 ნახვა

პოლიტიკა
რიჰარდ კოლსი - ძალადობისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს, რომ არჩევნები თავისუფალი არ ყოფილა

ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც კოლსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, “ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს“.

“საქართველოს ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს ბევრით ჩამოუვარდება. ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველოს ემუქრება ევროპული გზიდან გადახვევა. ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მოვლენებს და მტკიცედ დადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე“,- წერს კოლსი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics