13:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 11:08:02, 372 ნახვა

საზოგადოება
მერია - ზღვისუბნის პარკში, ფერდზე ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, წყალმა ზედაპირული მიწა საფეხმავლო ბილიკზე ჩამოიტანა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, წყალმა ზედაპირული მიწა საფეხმავლო ბილიკზე ჩამოიტანა.

როგორც საქალაქო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც, წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. 

შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics