13:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 11:05:40, 317 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ 65 დევნილ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა

თბილისში, 65 დევნილმა ოჯახმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სახლის გასაღებები, მათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადასცა.

"მიხეილ სარჯველაძემ, ოჯახებს, ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დევნილთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

მინისტრმა, ახალი ბინები, ოჯახებთან ერთად დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. 
თბილისში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ბინები, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, კერძო სამშენებლო კომპანიისგან შეისყიდა.  

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. ასევე - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, 11 კორპუსი შენდება თბილისში, სადაც ბინა 2 400 ოჯახს გადაეცემა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics