23:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 10:17:44, 399 ნახვა

პოლიტიკა
ენმ - სოფელ რიყეში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრ ლევან გოგიას თავს დაესხნენ და მანქანის საქარე მინა ჩაუმსხვრიეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, 23 ოქტომბრის ღამეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრს, ლევან გოგიას თავს დაესხნენ და კოალიციის ლოგოთი გაფორმებულ მანქანას ქვები დაუშინეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირადობის მოწმობების უკანონოდ ჩამორთმევის მცდელობის შესახებ სოფელ რიყიდან შემოსული შეტყობინების გადასამოწმებლად მისულ ლევან გოგიას თავს რამდენიმე პირი დაესხა და კოალიციის ლოგოთი გაფორმებული მანქანის საქარე მინა ჩაუმსხვრია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics