23:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 16:10:30, 528 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ივანიშვილზე - სახელმწიფომ ფაროსანას ვერ მოუარა და გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს

სამეგრელოში რიგით ადამიანებს ფაროსანას პრობლემა აწუხებთ - სახელმწიფომ კორუფციის გამო ფაროსანას ვერ მოუარა, ფაროსანასთან ბრძოლა რომ დავიწყეთ, წარმატებული ბრძოლა გვქონდა, მერე მიაგდეს ეს ყველაფერი, ფული იშოვეს და კორუფციაში ჩაეფლნენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ფაროსანა ვერ დაუმარცხებია და ივანიშვილი გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობს,- ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

მისი თქმით, “გუშინდელი ეთერის შემდეგ, “ოცნებაში" თუ კიდევ ვინმე დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ივანიშვილს ხმა უნდა მისცეს ე.ი. მათ არაფერი არ უშველის“.  

“ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ყველა ლარი მას ეკუთვნის; ეს ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ქონება მას ეკუთვნის და ეს ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ყველა ხმა და ადამიანი მას ეკუთვნის.

სამეგრელოში რიგით ადამიანებს ფაროსანას პრობლემა აწუხებთ - სახელმწიფომ კორუფციის გამო ფაროსანას ვერ მოუარა, ფაროსანასთან ბრძოლა რომ დავიწყეთ, წარმატებული ბრძოლა გვქონდა, მერე მიაგდეს ეს ყველაფერი, ფული იშოვეს და კორუფციაში ჩეფლნენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ფაროსანა ვერ დაუმარცხებია და ივანიშვილი გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობს.

გუშინდელი ეთერის შემდეგ "ოცნებაში" თუ კიდევ ვინმე დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ივანიშვილს ხმა უნდა მისცეს ე.ი. მათ არაფერი არ უშველის. გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით და ემუქრება ჩემს გუნდს, კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს. მე აბსოლუტურად მინდა თითოეული ჩვენი გუნდის წევრს გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა, ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიცაა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაში მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ მუქარის განმახორციელებელი არ არის, თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და გონივრულობის მიღმაა“,- განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics