2016-02-25 23:45:54, 433 ნახვა
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე ტყიბულში აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
ელისო ჩაფიძე ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დაუშვებელია კერძო მფლობელობაში გადაცემულ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა.
"მოვუწოდებ ყველა მეშახტეს, ძვირფასო მეგობრებო, გაემიჯნეთ ძალადობას, დღეს, როდესაც პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით და შედეგიანად ვითარდებოდა, დაუშვებელია რაიმე ექსცესები, კერძო მფლობელობაში გადაცემულ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა. მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ ადმინისტრაციული შენობა და გააგრძელოთ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები.'' - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტყიბულში მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ. როგორც ცნობილია მეშახტეებმა კომპანია ''საქნახშირის'' მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დახიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან