|
2024-10-16 16:59:39, 392 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს
ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებისმიერი მაღალი დონის ჰაკათონი არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის პროცესში ეხმარება მონაწილეებს, არამედ დამწყები ტექ ენთუზიასტების განვითარებას და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასაც უწყობს ხელს. "თიბისი", რომელიც ტექნოლოგიურ ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა, ამჯერად ინოვაციური იდეებისთვის ჰაკათონს, TechXplore-ს ატარებს, რომელიც 18-20 ოქტომბერს გაიმართება. მაღალი მოთხოვნის გამო ღონისძიებაზე დასასწრები ადგილები უკვე შევსებულია და რეგისტრაცია დასრულებულია. ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება, სადაც დღის განმავლობაში გუნდის წევრებთან ერთად მუშაობას შეძლებთ, საჭიროების შემთხვევაში კი მენტორები გაგიწევენ კონსულტაციას. TechXplore ტექნოლოგიების მოყვარულებს რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს - ეს მათთვის გაერთიანების, რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისა და ახლებური გადაწყვეტილებების მიღების იდეალური შანსია. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი უნდა შექმნან, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას მაქსიმალურად ერგება და მისთვის საჭირო ღირებულებას ქმნის. TechXplore-ის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომლებიც ჰაკათონის განმავლობაში ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად მუშაობას შეძლებენ. დამატებითი მოტივაცია დაწესებული ფულადი ჯილდოა, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. I ადგილი - 10,000 ლარს, II ადგილი - 6,000 ლარს, ხოლო, III ადგილი - 4,000 ლარს მიიღებს. ამისთვის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილით დაკომპლექტებული 40 გუნდი იბრძოლებს. დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილზე გაეცნობით. საჭიროა, რომ იდეა გაზიარებული იყოს ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ. ასეთი ღონისძიებები იმ იდეების რეალიზებას ემსახურება, რომლებმაც შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანონ, შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჰაკათონის დროს მონაწილეები ახალი გამოცდილებითა და ცოდნით დაიმუხტებიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მომავალ პროექტებზე მუშაობისას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. შევხვდებით 18-20 ოქტომბერს!
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)