11:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 17:36:50, 374 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა პრეზიდენტთან შეხვედრაზე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მთავარი გამარჯვების მოპოვებაა.

"პრეზიდენტს კარგად ესმის და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს ურთიერთგაგება გვაქვს, რომ ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება. გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც აუცილებელია ძალიან კამპანია...

არის საკითხები, რომლებზეც აპრიორი ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური; ის, რომ პრეზიდენტის როლი ამ კოალიციურ მოლაპარაკებებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ეს მოლაპარაკებები აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაზე", არამედ სხვა პოლიტიკურ გუნდებზე.

ჩვენ ასევე გავუზიარეთ ჩვენი სურვილი პრეზიდენტს, რომ შევხდეთ პარტიებს, რომლებიც ჩვენი მომავალი კოალიციური პარტნიორები იქნებიან",- განაცხადა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics