2016-02-23 15:29:39, 418 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის სენატი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია ჩეხეთის სენატის თავმჯდომარეს მილან შტეხს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ამასთან, მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სენატის თავმჯდომარის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოში გატარებულწარმატებულ რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დამზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან