|
2024-10-02 12:25:40, 334 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „თბილისობას“ რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი აქტივობები დახვდებათ
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 5 და 6 ოქტომბერს საზოგადოებას სახალხო დღესასწაულ „თბილისობისადმი“ მიძღვნილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე თქმით, ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება. "5 და 6 ოქტომბერს, "თბილისობაზე" მოსულ სტუმრებს რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე, დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები, სამეწარმეო მარკეტი. დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, ასევე, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები",- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, მსურველებს სრული პროგრამის ნახვა თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ. "ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - "თბილისური მრავალფეროვნება". 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა“,- აღნიშნა კახა კალაძემ. ორბელიანის მოედნის პროგრამა 5 - 6 ოქტომბერი, 12:00-22:00 • გარდენია შევარდნაძე - „თბილისური ბაზარი“ • ღია კინოთეატრი • „ორბელიანის ნუგბარი“ • „ყველიერი“ • „ისპანახობა“ • კაფე „ლაღიძის წყლები" • „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “ • სამეწარმეო მარკეტი • გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია • ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“ • კიოსკი - ,,ცნობის ფურცელი“ • საბავშვო კონცერტები • საღამოს კონცერტები • თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები • საბავშვო / გასართობი აქტივობები • ზღაპრის გმირები • თემატური ფოტოზონები ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა 5 ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა • 11:00 - სტუდია ჩიკოს კონცერტი • 11:30 - ვოკალის აკადემიის კონცერტი • 12:15 - რანინას კონცერტი • 18:00 - ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“ • 20:00 - ჯგუფი ,,ურსა“ • 21:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI 5 ოქტომბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა • 16:00 - გიორგი თორაძე ,,თორჩო“ და ბენდი • 21:30 - ნუცი ჯმაღაძე და ბენდი Goodfellas 5 ოქტომბერი - ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები • 15:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) NAO • 18:30 - ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA 6 ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა • 13:00 - ჟოზეს წარმოდგენა • 14:00 - ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი • 18:00 - ჯგუფი ,,GOOFY LAND” • 20:00 - ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი • 21:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI 6 ოქტომბერი- - ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა • 14:00 - POSITIVE BAND • 16:00 - ანკა თათარაშვილი და ბენდი ,,The Big band band” • 19:00 - ანანო ღიბრაძე და ბენდი Ages 6 ოქტომბერი - ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები • 15:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA • 18:30 - ელექტრონული მუსიკა (DJ) MACHAIDZE
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)