17:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 14:46:55, 417 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ივანიშვილს ქვეყნის ბედით აშანტაჟებენ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მან ყველა პროცესი მოიგო, თუმცა, მისი თანხები პოლიტიკური შანტაჟის გამო გაჩერებულია". 

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობის გამო, ქვეყნის ინტერესებს არ დათმობს". 

„ბატონმა ბიძინამ ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. მის თანხებს აჩერებენ, მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, რომ  სხვადასხვა დეტალზე ვისაუბრო. ამისი დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ. ეს თანხები არის ამ ადამიანის საკუთრება და სასამართლოც მოიგო ბერმუდაში, სინგაპურში. გადაწყვეტილება მიღებულია. ჩნდება კითხვა - ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს, რატომ არ უბრუნებს ადამიანს თავის ფულს? ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქცირებული. მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, რომ გავხსნათ მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის ინტერესები არ ითმობა და მას არანაირი სანქციები, პირადი კეთილდღეობა ამად არ უღირს. ისინი ბიძინა ივანიშვილს კიდევ კარგად არ იცნობენ.

ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მშვიდობას. ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ და ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics