20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 14:51:36, 374 ნახვა

პოლიტიკა
საელჩო - მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს - უკრაინას ახსოვს!

მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია. უკრაინას ახსოვს! - ასე ეხმაურება საქართველოში უკრაინის საელჩო სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე  შესწირეს.

"მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია. უკრაინას ახსოვს!" - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, დღეს, 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს, 1992-1993 წლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics