19:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 13:35:02, 419 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს და ეს ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციამდე გააკეთოს.

მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“მშვიდობას სჭირდება ლიდერობა და გულწრფელი პოლიტიკური სიმამაცე. მე და ჩემი მთავრობა ვალდებული ვართ, ჩვენს რეგიონში კონფლიქტის გვერდი დავხუროთ და გარდავქმნათ არსებული დინამიკა თანამშრომლობად კეთილდღეობისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. სომხურმა მხარემ შესთავაზა ბაქოს, მოვაწეროთ ხელი უკვე შეთანხმებულ მუხლებზე ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატურ კონფერენციამდე, რითაც შეიქმნება ხელშემწყობი გარემო სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის“,- განაცხადა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics