19:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 23:24:49, 418 ნახვა

მსოფლიო
IDF - ისრაელის სამხედროები ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან

ისრაელის სამხედროები ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

ჰალევი ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანი მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო და სამხედროებს მიმართა.

"დღეს "ჰეზბოლამ" გააფართოვა სროლის დიაპაზონი. დღეს, მოგვიანებით ის მიიღებს ძალიან ძლიერ პასუხს. დღეს ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ თავდასხმას და ვაგრძელებთ მათზე დარტყმას ყველგან. მიზანი არის ძალიან მკაფიო, ჩრდილოეთის მცხოვრებლების უსაფრთხოდ დაბრუნება.

ამისთვის ჩვენ ვამზადებთ სახმელეთო მანევრს. თქვენი სამხედრო ჩექმები შევა მტრის ტერიტორიაზე, შევა სოფლებში, რომლებიც "ჰეზბოლამ" მოამზადა, როგორც დიდი სამხედრო ფორპოსტი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, პუნქტებით, ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებისთვის ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - განუცხადა ჰერცი ჰალევიმ ისრაელელ სამხედროებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics