21:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 09:01:29, 381 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის “გამარჯვების გეგმას“ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, “ამერიკას აქვს საკმარისი ძალა, რათა უკრაინის მოკავშირეებთან ერთად მათი საჭიროებები უზრუნველყოს“.

“ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ისე, როგორც გათვალისწინებულია მშვიდობის ფორმულით, გაეროს წესდებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ-იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში. პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს საჭიროა ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics