22:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 13:25:57, 416 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - უკრაინის ხელისუფლების „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატოში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს

უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, უკრაინის ნატოში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg -ის ცნობით, “გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს  - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics