23:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 12:45:48, 418 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის

ივანიშვილის მცდელობას, ქართველი ხალხი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ის იზიარებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც გუშინდელ სასამართლო სხდომაზე კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წინასაარჩევნოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება შესთავაზა.

“ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია “ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა, სააკაშვილმა თავის ხელით ჩაამატა საქართველოს ეროვნული გერბზე - ძალა ერთობაშია. ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა, ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics