07:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 12:52:05, 284 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სოფელ ჩიხარეშის მოსახლეობას შეხვდა.  

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანასა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ. 

შეხვედრას რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე და „ქართული ოცნების“  შტაბის უფროსი გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics