01:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 10:43:46, 457 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - ნატოს ძალებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ

ნატოს ძალებმა რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ, - ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადა.

კაშიუნასის თქმით, ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის შემთხვევაში, ინფორმაცია სწრაფად ალიანსის შტაბ-ბინას უნდა მიეწოდოს.

"ნატოს შტაბ-ბინა აფასებს სიტუაციას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რომ ესაა მტრის დრონი და შემდეგ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საჰაერო პოლიციის თვითმფრინავების განლაგების შესახებ. ეს არის გარკვეული ალგორითმი და ის უნდა დაჩქარდეს. ალიანსის მისიამ არა მხოლოდ უნდა მოახდინოს პატრულირება, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, უნდა შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების დონეზე ნატოს ჯაჭვი, რათა მათ დროულად შეძლონ უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება", - განაცხადა კაშიუნასმა. 

კაშიუნასმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში ნატოს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics