03:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 12:33:08, 454 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სიაში კიდევ 10 რუსული გემი  დაამატა. ამის შესახებ ნათქვამია განახლებულ დოკუმენტში, რომლსაც დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ვებგვერდზე ავრცელებს. 

დოკუმენტის თანახმად, გემები, სავარაუდოდ, "ჩართული არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია, უკრაინის დესტაბილიზაცია" და საფრთხეს უქმნიან მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 

"ტანკერებს ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა და შესაძლოა, გაუქმდეს მათი რეგისტრაცია გაერთიანებული სამეფოს გადაზიდვების რეესტრშიც", - წერია დოკუმენტში.

სანქცირებული ტანკერებია: NS Corona, NS Clippper, NS Asia, SCF Baltica, SCF Vankor, Aniva Bay, Olimpiysky Prospekt, Leonid Loza, Vladimir Tikhonov და Nikolai Zuev.

აგრეთვე ლონდონში აცხადებენ, რომ გემებს რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics