08:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 14:52:56, 326 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გაგახსენებთ, რომ წლების წინ სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე იქნა გასხვისებული

ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულსაც, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს რუსული ბიზნესკომპანიების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

„ეს მორიგი სპეკულაციები გახლავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ. საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ასევე, ბიზნესისთვის. ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. აქვე, თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფო რუსულ კომპანიებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics