09:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 10:10:09, 407 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა გადაწყვიტა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებსა და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

სიბიგას განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები "არ შეიძლება ომის რეალობისგან მოწყვეტილები იყვნენ". 

"კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას. საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე - ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის შესახებ სრული გაუგებრობის გამო",- წერს სიბიგა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics