|
2024-09-06 09:40:17, 379 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შეიქმნება საარჩევნო საბჭო, რომელიც მომავალ წელს ჰაიტიში არჩევნებს ჩაატარებს
ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შეიქმნება საარჩევნო საბჭო, რომელიც მომავალ წელს ჰაიტიში არჩევნებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჰაიტიში ვიზიტისას განაცხადა. გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს კოორდინატორთან, ედგარდ ლებლანფილსთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა აღნიშნა, რომ მათ საარჩევნო საბჭოს საკითხი განიხილეს. “პრეზიდენტმა მომაწოდა სიახლე იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესახებ, რომელიც გაკეთდა საარჩევნო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე მობილიზდება, რადგან ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი წინსვლისკენ, მომავალი წლის არჩევნების ორგანიზებაში. უსაფრთხოება არის ყველაფრის საფუძველი, რაც მომავალში უნდა მოხდეს, მათ შორის მომავალ წელს არჩევნების ჩატარება“,- განაცხადა ბლინკენმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)