12:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 14:18:43, 417 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ყოფილი ელჩი - საქართველოში სამყარო თავდაყირა დადგა

დასავლეთისგან გვერდის ავლის პროცესი რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ ჩვენთან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ურთიერთობებში რეალური ცვლილება იყო კანონი “უცხოური აგენტების შესახებ,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ თბილისის მე-8 დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია - “2024 არის გადამწყვეტი წელი“ განაცხადა.

ყოფილმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გენებში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე აშშ მას არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერასაც უწევს, თუმცა ქვეყანაში ბოლო მოვლენები, განსაკუთრებით “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საგარეო გავლენის“ შედეგად შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.

“ვგრძნობ, რომ საქართველოში სამყარო თავდაყირა დატრიალდა. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ხაზი გრძელდება, ის, რაც ხელისუფლების დონეზე ხდება, ნამდვილად გაუგებარია. დასავლეთისგან გვერდის ავლის პროცესი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ ჩვენთან, აშშ-ს მთავრობასთან ურთიერთობაში რეალური ცვლილება იყო კანონი უცხოური აგენტების შესახებ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ დავინახავდი პუნქტს, როდესაც შევწყვეტთ ყოველგვარ პირდაპირ დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ აქ ვართ - შევწყვიტეთ პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, გავაუქმეთ პროგრამა ღირსეული პარტნიორი“,- განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

გარდა ამისა, იან კელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების მხარდაჭერას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics