09:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 09:21:27, 419 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელი ლტოლვილებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების გამო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს ბრალი წავუყენეთ - ჩეხეთის პროკურატურა

ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდის, Help Ukraine-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ გერგელს თანხების მითვისების გამო ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გამოძიება ეჭვობს, რომ გერგელმა ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან საზოგადოებრივი ცენტრის, “როზტილის“ დასაფინანსებლად გამოყოფილი 20 მილიონი კრონიდან თანხის ნაწილი მიითვისა.

“აღნიშნული ცენტრი უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი შვილების ინტეგრაციის მიზნით დაარსდა და ის უკრაინელი ლტოლვილებისთვის უფასო უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩეხეთის ტელევიზიამ გამოარკვია, რომ ფონდი Help Ukraine თანხას იღებდა უკრაინელი მშობლებისგან და ცენტრის აღმზრდელებს თვეების განმავლობაში არ უხდიდა ანაზღაურებას.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ განათლების სამინისტროსგან 15 მილიონი ჩეხური კრონის პირველი ტრანშის მიღებიდან მეორე დღესვე გერგელმა ორი მილიონი კრონი დედის ანგარიშზე გადარიცხა. მოგვიანებით კი დაახლოებით ექვს მილიონამდე კრონი გაანაღდა ფონდის ანგარიშიდან და რვა მილიონი კრონი პრაღაში ბინის შესაძენად გადაიხადა.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა გერგელს  12 მილიონი ჩეხური კრონის ღირებულების აქტივები დაუყადაღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics