17:56 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-26 11:48:50, 392 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ქართველ სპორტსმენებს, კოტე პეტრიაშვილსა და ნიკოლოზ მაისურაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს

კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება.

"იუნიორთა მსოფლიო  ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რისთვისაც ჩვენ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics