12:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 16:11:20, 423 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 115-115 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცვლილი რუსი სამხედროები ტყვედ კურსკის რაიონში  იყვნენ აყვანილები. მათივე თქმით, ახლა ყველა გათავისუფლებული ჯარისკაცი ბელარუსში იმყოფება.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები არიან ასახული.

ზელენსკის თქმით, დაბრუნებულები მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათი შუამავლობით გაცვლილი ტყვეების საერთო რაოდენობა ახლა 1788-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics